пятница, 17 октября 2014 г.

ინტელის სასწავლო კურსი 2013

ტრენინგის ხანგძლივობა 36 საათი
პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება.
იხილეთ ბლოგი: "ინტელის სასწავლო კურსი"

"ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენება სასწავლო პროცესში" 2010

ტრენინგის მიზანი:
მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელთა აღჭურვა ვირტუალური ლაბორატორიების სასწავლო პროცესში დანერგვისათვის საჭირო ცოდნითა და რესურსებით.
ტრენინგის ხანძლიობა: 6 საათი.

"ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში" 2010


პროგრამით გათვალისწინებული საკითხები:
  • სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები;
  • გაკვეთილის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • სასწავლო პროექტის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;

ტრენინგები დეკემბერი 2011

18 dekemberi    12:00 -18:00 ტრენინგი მათემატიკის მასწავლებლებისთვის: ტექნოლოგიების გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე
აუდიტორია: # 11
28 dekemberi    14:00 – 17:00 მასტერ კლასი მათემატიკის მასწავლებელებისთვის: მათემატიკის სხვადასხვა მიმართულებების ინტეგრაცია
აუდიტორია: # 41
29 dekemberi   12:00-15:00 ტრენინგი მათემატიკის მასწავლებლებისთვის: ტექნოლოგიების გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე.
აუდიტორია: # 11
14:00 – 17:00 მასტერ კლასი: პორტფოლიო, როგორც მასწავლებლის შეფასების და თვითშეფასების ინსტრუმენტი

აუდიტორია: # 33
ანგარიში
მასტერ კლასი მათემატიკის მასწავლებელებისთვის:
მათემატიკის სხვადასხვა მიმართულებების ინტეგრაცია
            ჩატარდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ 2011 წლის 28 დეკემბერს  მასწავლებელთა სახლში.
            მასტერკლასის მიზანი იყო განეხილა ის თავისებურებები, რითიც ხასიათდება გაკვეთილის დაგეგმვა მათემატიკაში კონკრეტულ მაგალითზე, ეჩვენებინა მათემატიკის გაკვეთილზე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების ერთ-ერთი ხერხი.
            მასტერკლასს უძღვებოდა ბატონი ზაქარია გიუნაშვილი, მან განიხილა გაკვეთილის გეგმა.თემაზე „პარაბოლა“
            გაკვეთილის მიზანი: პარაბოლას სტანდარტული განმარტების დაკავშირება მის გეომეტრიულ განმარტებასთან.
            მოსწავლეებმა იციან ალგებრული განტოლება, რომლითაც კვადრატული ფუნქცია მოიცემა. მათ მიეცემათ სამოტივაციო ამოცანა:
ზღვის ნაპირიდან 10 კმ მანძილზე დგას გემი, ვთქვათ, ნაპირი წრფის მონაკვეთის ფორმისაა.ნავი თანაბრად არის დაშორებული გემიდან და ნაპირიდან და ეს მანძილები 5 კმ-ია. ნავი ცდილობს, რომ იმოძრაოს ისე, რომ თანაბრად იყოს დაშორებული როგორც ნგემიდან, ასევე ნაპირიდან, რა შესაძლო ტრაექტორიაზე შეიძლება იმპოძრაოს ნავმა ?
            დაფაზე ვავლებთ წრფის მონაკვეს რომელიც გამოსახავს პირობითად ნაპირს, ასევე იღებს  A წერტილს, რომელიც გამოსახავს ნავს.

            დავალება: მოსწავლეებმა მოძებნონ წერტილები, რომლებიც თანაბრად არიან დაშორებული როგორც  X ღერძიდან, ასევე A წერტილიდან.დავალების შესასრულებლად მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ თუ რისი ტოლია მანძილი წერტილიდან წრფემდე. აქედან გამომდინარე, მათ უნდა ააგონ აბსცისათა ღერძის პერპენდიკულარული წრფე. რომ მოვძებნოთ ამ წრფეზე წერტილი, რომელიც თანაბრად არის დაშორებული A წერტილსა და    X ღერძისაგან, მოსწავლეებს გავახსენებთ ტოლფერდა სამკუთხედის თვისებას, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია მითითებული წერტილების მოძებნა. წერტილების აგებისას მათ უნდა შეამჩნიონ , რომ ფიგურა, რომლის აგებასაც ცდილობენ, სიმეტრიულია Y ღერძის მიმართ. მოსწავლეებს ვთხოვთ აღწერონ მიღებული წირი . იგი სიმეტრიულია, გააჩნია წვერო, ზემოთ იშლება. შეიძლება დავასახელოთ წირის სახელწოდება - პარაბოლა.

"სქემაში ჩართული მასწავლებლის მიერ არჩეული აქტივობების ეფექტურად განხორციელების სტრატეგიები" 14/07/2012

ტრენინგის ხანგრძლივობა შეადგენდა 5საათს.

,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე“ 04-07/12/2012

ტრენინგი სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის:
,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: ქ. თბილისი, 126  საჯარო სკოლა;   16 საათის ხანგრძლივობით.
მიზანი : პედაგოგიური კვლევებისა და პროექტგაკვეთილების დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება.
ამოცანები:
·         კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლე თემის შერჩევასა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;
n  კვლევის პროცესის დოკუმენტირება – კვლევის დღიურის წარმოება;
n  კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა
n  მონაცემთა შეგროვება
n  მონაცემთა ანალიზ, რომელიც ყველაზე საინტერესო და ამავე დროს კვლევის ყველაზე რთული პროცესია;
n  მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისპრაქტიკაში დანერგვა.
n  მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია.
n  პროექტგაკვეთილის დაგეგმვა;
n  პროექტის შეფასება;
n  კოლეგების თანამშრომლობის ფორმების გაცნობა; კათედრის სამუშაო გეგმის ნიმუშის შექმნა;
n  სამუშაოს შეფასების ფორმების გაცნობა და სუსტი და ძლიერი მხარეების დადგენა;
n  მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა და დანიშნულება; რეკომენდაციები პორტფოლიოს საწარმოებლად;
n  სარეკომენდაციო ხასიათის სქემებისა და ცხრილების გაცნობა მასწავლებლის პორტფოლიოსთვის.
რეზიუმე: მაქსიმუმ 450 სიტყვა;
მნიშვნელობის დასაბუთება;    
  ხელმოწერა; თარიღი.
ღონისძიების დღის წესრიგი:
I დღე - 4 საათი
n  I სესია - 1სთ და 15 წუთი - პროგრამის პრეზენტაცია, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა
n  II სესია - 2სთ და 55წთ - პედაგოგიური კვლევა
IIდღე - 4 საათი
n  I სესია - 1სთ და 30 წუთი - პრაქტიკული კვლვა
n  IIსესია - 1სთ და 30 წუთი - პროექტ გაკვეთილი
n  III სესია - 1სთ 10წუთი - პროექტის შეფასების რუბრიკა
IIIდღე - 4 საათი
n  I სესია - 2სთ - პროექტგაკვეთილი (დაგეგმვა და პრეზენტაცია)
n  II სესია - 2სთ - კათედრებზე მუშაობა და კვლვა
I V დღე - 4 საათი
n  I სესია - 2სთ - მასწავლებლის პორტფოლიო
n  II სესია - 2სთ - ანგარიშის ფორმები და მათი მომზადება.