ტრენინგი EDMODO- ვირტუალური საკლასო ოთახი
ტრენერი - ნინო მარგიშვილი
ტრენინგის ხანგრძივობა: 2 დღე (6 საათი)/ 6-7 სექტემბერი 2014 წ
ტრენინგის ჩატარების ადგილი: თბილისი N23-ე საჯარო სკოლა
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
ტრენინგის მიზანი და ამოცანები
მიზანი :
,,ვირტუალური საკლასო ოთახი edmodo” -ს ტრენინგის შედეგად მასწავლებლები შეძლებენ ვირტუალური საკლასო ოთახის გამოყენებით მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლების პროცესის განსხვავებული მოდელის შეთავაზებას და კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესაბას.
ამოცამოცანები :
პირველი დღე
ü წარდგენა და გაცნობა
ü ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები , განრიგი , მუშაობის ფორმები , საორგანიზაციო საკითხები
ü სიმულაცია ვირტუალურ ოთახში , როლური თამაში , მასწავლებელი მოსწავლის როლში , ხოლო ტრენერი - მასწავლებლის როლში
ü საშინაო დავალება
მეორე დღე
ü საშინაო დავალების განხილვა
ü პრაქტიკული სამუშაო საგნობრივ ჯგუფში
ü D-GP-IP ედმოდოს სერვისების შესწავლა , გამოყენება
ü პრაქტიკული სამუშაო
ü გონებრივი იერიში: რა ვისწავლეთ, რაში შეიძლება გამოვიყენოთ ეს კომპეტენციები
ü ტრენინგ-დღის დახურვა , ტრენინგის შეფასება
ტრენინგის მეთოდოლოგია
ü აქტივობები : აქტიური ლექცია, დემოსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში (D-GP-IP), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა.
ü ტრენინგის ორგანიზების ფორმები - ჯგუფური , ინდივიდუალური
რეზიუმე
ü პირველ დღეს ტრენერი გაგვეცნო და მინი-ლექციის სახით გაგვაცნო ედმოდოს პროგრამის არსი. თხრობის დროს ის იყენებდა თემატურ სლაიდ შოუს . ტრენერმა გაამახვილა ჩვენი ყურადღება იმაზე ,რომ Edmodo არის უფასო საგანმანათლებლო,უსაფრთხო,პროდუქტიული სოციალური ქსელი მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის. Edmodo-ს საშუალებით შესაძლებელია დავალებების გაგზავნა, გამოკითხვების შექმნა, ფაილების ატვირთვა ბიბლიოთეკაში. მისი საშუალებით მასწავლებელი მარტივად ამყარებს კომუნიკაციას მოსწავლეებთან, მშობლებთან. Edmodo-ს პროგრამაში მუშაობის დროს მასწავლებელი ქმნის ჯგუფებს კლასების მიხედვით და იწვევს მოსწავლეებს. იგი მთლიანად მართავს ჯგუფს. გამორიცხულია ქსელის გამოყენება არასასწავლო მიზნებისთვის. Edmodo -ს მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მას გააჩნია ტესტების შესაქმნელი მოქნილი სისტემა. მასწავლებელი ქმნის ტესტებს, უგზავნის მოსწავლეებს. როგორც კი მოსწავლე შეასრულებს ტესტურ დავალებას მასწავლებლის ნიშნების ჟურნალში მაშინვე აისახება მოსწავლის შედეგი. მასწავლებელი აერთიანებს ჯგუფში მოსწავლის მშობელს, რომელიც მხოლოდ თავისი შვილის შედეგებს ხედავს და ამყარებს კომუნკაციას მხოლოდ მასწავლებეთან.
ü მინი-ლექციის შემდეგ ტრენერმა გვაჩვენა როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ http://edmodo.com/ -ზე მოსწავლის სტატუსით , იმისთვის რომ შეგვესწავლა ვირტუალური საკლასო ოთახი მოსწავლის როლში
ü ტრენერმა გამოგვიგზავნა ტესტური დავალება,(ტესტზე მუშაობა იყო დროში შეზღუდული) , ჩვენ პრაქტიკულად ვიმუშავეთ და გავაანალიზეთ ამ პროგრამის შესაძლებლობები მოსწავლის როლში.
ü ტრენინგის შემდეგ ეტაპზე ჩვენ დავრეგისტრირდით ედმოდოში უკვე მასწავლებლის სტატუსით და ტრენერის მითითებებით შევიტანეთ ინფორმაცია ჩვენ შესახებ, მოვიძიეთ ჩვენთვის საინტერესო რესურსები და ავტვირთეთ ის ჩვენ ელექტრონულ ბიბლიოთეკაში
ü ტრენერმა ედმოდოს ვირტუალურ ოთახის საკუთარ პროფილზე შექმნა ჯგუფი ,, 6 სექტემბერი “ და ჩვენ გავწევრიანდით ამ ჯგუფში. გაწევრიანების შემდეგ ჩვენ დავტოვეთ კომენტარები ტრენერის პროფილზე.
ü ტრენინგის ძირითადი დრო დაიკავა ტესტური დავალებების შედგენის სწავლებამ. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა სახის ტესტების შედგენის პრინციპები და გავაკეთეთ საცდელი ტესტები. edmodo-ოს უპირატესობაა ის რომ ტესტის მომზადების დროს მასწავლებელს შეუძლია ცვალოს დავალების სახე . ონლაინ ტესტები ავტომატურად სწორდება და მასწავლებლის პროფილზე იდება აკადემიური მოსწრების სტატისტიკური მონაცემები როგორც მთელ ჯგუფზე ისე თვითოეულ მოსწავლეზე
ü ტრენინგის პირველი დღის დასასრულს ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება - ჩვენი სპეციალობიდან გამომდინარე დამოუკიდებლად შეგვედგინა ონლაინ ტესტები მოსწავლეებისთვის .
მეორე დღე
ü ტრენინგის მეორე დღე თვითოეულმა ჯგუფის წევრმა წარადგინა საშინაო დავალების ნიმუში . ,,6 სექტემბრის" ჯგუფის ფარგლებში ჩვენ გავუგზავნეთ ერთმანეთს ჩვენს მიერ შედგენილ ტესტები , განვიხილეთ თვითოეული და წერილობით გავაკეთეთ კომენტარები.
ü საშინაო დავალების განხილვის შემდეგ ტრენერმა გვასწავლა ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ტიპის ფაილების ატვირთვა( აუდიეო, ვიდეო, ფოტო, word document -ის). ტრენერმა გვასწავლა ბიბლიოთეკაში არსებული მასალების ტესტებში ჩასმა . ტრენერმა ასევე გავსწავლა როგორ გავაკეთოთ ონლაინ კითხვარი და გავუგზავნოთ მოსწავლეებს. ტრენერმა გგავიმარტა , რომ მასწავლებელს შეუძლია ასევე შექმნას მოსწავლეთ მცირე ჯგუფები და იმუშაოს მათთან ინდივიდუალურად. ტრენერმა გვასწავლა , როგორ უნდა მოხდეს მოსწავლის მშობლების რეგისტრაცია .
ü ტრენინგის მეორი დღის დასასრულს ჩვენ პრაქტიკულად ვიმუშავედ - Edmodo-სონლაინ სივრცეში მოვიძიეთ ჩვენთვის საინტერესო სტატიები, დავალებები, მეთოდიკა და ვისწავლეთ მოძიებული მასალის ჩვენ ბიბლიოთეკაში ატვირთვა
ü საინტერესო და ძალიან სახალისო იყო მოსწავლეებისთვის ჯილდოების მინიჭების სწავლება. მასწავლებელს შეუძლია ამოირჩიოს შესაფერისი ჯილდო და განათავსოს ის მოსწავლის პროფილზე, რაც მას სწავლისთვის დამატებით მოტივაციას უქმნის
ü ტრენინგის დასასრულს ტრენერმა კიდევ ერთხელ მოგვცა რეკომენდაციები Edmodo-სპროგრამაში მუშაობისთვის და გვირჩია აქტიურად ჩავრთულიყავით მასში.
ტრენინგის მნიშვნელობა
ტრენინგზე განხილული საკითხები მნიშვნელოვანი სიახლე იყო ჩემთვის. ძალიან მომეწონა edmodoს სოციალური ქსელის შესაძლებლობები, ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციებისგანხორციელების მოტივაცია. აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში. ვაპირებ ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე, დაგეგმილი მაქვს 9 კლასის მოსწავლეების გაწევრიანება edmodo-ში და ამ პროგრამის ფარგლებში მათთან აქტიურად კომუნიკაცია .
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.