суббота, 15 ноября 2014 г.

ტრენინგი edmodo- ვირტუალური საკლასო ოთახი

ტრენინგი EDMODO- ვირტუალური საკლასო ოთახი

ტრენერი - ნინო მარგიშვილი

ტრენინგის ხანგრძივობა: 2 დღე (6 საათი)/ 6-7 სექტემბერი 2014 წ

ტრენინგის ჩატარების ადგილი:  თბილისი N23-ე საჯარო სკოლა

ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია:    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).

ტრენინგის  მიზანი  და ამოცანები

მიზანი :
 ,,ვირტუალური საკლასო ოთახი edmodo” -ს ტრენინგის  შედეგად მასწავლებლები შეძლებენ ვირტუალური საკლასო ოთახის გამოყენებით მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლების პროცესის განსხვავებული მოდელის შეთავაზებას და კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესაბას.
ამოცამოცანები :
პირველი დღე
ü  წარდგენა და გაცნობა
ü  ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები , განრიგი , მუშაობის ფორმები , საორგანიზაციო საკითხები
ü  მასწავლებელთა რეგისტრაცია ვირტუალურ საკლასო ოთახში http://edmodo.com
ü  სიმულაცია ვირტუალურ ოთახში , როლური თამაში , მასწავლებელი მოსწავლის როლში , ხოლო ტრენერი - მასწავლებლის როლში
ü  პრაქტიკული სამუშაო http://edmodo.com
ü  საშინაო დავალება
მეორე დღე
ü  საშინაო დავალების განხილვა
ü  პრაქტიკული სამუშაო საგნობრივ ჯგუფში
ü  D-GP-IP ედმოდოს სერვისების შესწავლა , გამოყენება  
ü  პრაქტიკული სამუშაო
ü  გონებრივი იერიში: რა ვისწავლეთ, რაში შეიძლება გამოვიყენოთ ეს კომპეტენციები
ü  ტრენინგ-დღის დახურვა , ტრენინგის შეფასება


ტრენინგის მეთოდოლოგია
ü  აქტივობები : აქტიური ლექცია,  დემოსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში (D-GP-IP), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა.
ü  ტრენინგის ორგანიზების ფორმები - ჯგუფური , ინდივიდუალური

რეზიუმე
ü  პირველ დღეს ტრენერი გაგვეცნო და მინი-ლექციის სახით   გაგვაცნო ედმოდოს პროგრამის არსი. თხრობის დროს ის იყენებდა თემატურ სლაიდ შოუს . ტრენერმა გაამახვილა ჩვენი ყურადღება  იმაზე ,რომ Edmodo არის უფასო საგანმანათლებლო,უსაფრთხო,პროდუქტიული  სოციალური ქსელი მასწავლებლებისთვისმოსწავლეებისთვის და მათი   მშობლებისთვის. Edmodo-ს საშუალებით შესაძლებელია დავალებების გაგზავნა, გამოკითხვების შექმნა, ფაილების ატვირთვა ბიბლიოთეკაში. მისი საშუალებით მასწავლებელი მარტივად ამყარებს კომუნიკაციას მოსწავლეებთან, მშობლებთან. Edmodo-ს პროგრამაში მუშაობის დროს მასწავლებელი ქმნის ჯგუფებს კლასების მიხედვით  და იწვევს მოსწავლეებს. იგი მთლიანად მართავს ჯგუფს.  გამორიცხულია ქსელის გამოყენება არასასწავლო მიზნებისთვის. Edmodo -ს  მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მას გააჩნია ტესტების შესაქმნელი მოქნილი სისტემა. მასწავლებელი ქმნის ტესტებს, უგზავნის მოსწავლეებს. როგორც კი მოსწავლე შეასრულებს ტესტურ დავალებას მასწავლებლის ნიშნების  ჟურნალში მაშინვე აისახება მოსწავლის შედეგი. მასწავლებელი აერთიანებს ჯგუფში მოსწავლის მშობელს, რომელიც მხოლოდ თავისი შვილის შედეგებს ხედავს და ამყარებს კომუნკაციას  მხოლოდ მასწავლებეთან.
ü  მინი-ლექციის შემდეგ ტრენერმა გვაჩვენა როგორ  უნდა  დავრეგისტრირდეთ http://edmodo.com/ -ზე მოსწავლის სტატუსით , იმისთვის რომ შეგვესწავლა ვირტუალური საკლასო ოთახი მოსწავლის როლში
ü  ტრენერმა გამოგვიგზავნა ტესტური  დავალება,(ტესტზე მუშაობა იყო დროში შეზღუდული)  , ჩვენ პრაქტიკულად ვიმუშავეთ  და გავაანალიზეთ  ამ პროგრამის შესაძლებლობები მოსწავლის როლში.
ü  ტრენინგის შემდეგ ეტაპზე ჩვენ დავრეგისტრირდით ედმოდოში უკვე მასწავლებლის სტატუსით და ტრენერის მითითებებით შევიტანეთ ინფორმაცია ჩვენ შესახებ, მოვიძიეთ ჩვენთვის საინტერესო რესურსები და ავტვირთეთ ის ჩვენ ელექტრონულ  ბიბლიოთეკაში
ü  ტრენერმა ედმოდოს ვირტუალურ ოთახის  საკუთარ პროფილზე   შექმნა ჯგუფი ,, 6 სექტემბერი “ და ჩვენ  გავწევრიანდით ამ ჯგუფში. გაწევრიანების შემდეგ ჩვენ დავტოვეთ კომენტარები ტრენერის პროფილზე.
ü  ტრენინგის ძირითადი დრო დაიკავა  ტესტური  დავალებების შედგენის სწავლებამ. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა სახის ტესტების შედგენის პრინციპები და გავაკეთეთ საცდელი ტესტები. edmodo-ოს უპირატესობაა ის რომ ტესტის მომზადების დროს მასწავლებელს შეუძლია ცვალოს დავალების სახე . ონლაინ ტესტები ავტომატურად სწორდება და მასწავლებლის პროფილზე იდება აკადემიური მოსწრების სტატისტიკური მონაცემები   როგორც მთელ ჯგუფზე ისე თვითოეულ მოსწავლეზე
ü  ტრენინგის პირველი დღის დასასრულს ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება - ჩვენი სპეციალობიდან გამომდინარე დამოუკიდებლად    შეგვედგინა ონლაინ ტესტები    მოსწავლეებისთვის .
მეორე დღე

ü  ტრენინგის მეორე დღე თვითოეულმა ჯგუფის წევრმა წარადგინა საშინაო დავალების ნიმუში . ,,6 სექტემბრის" ჯგუფის ფარგლებში ჩვენ გავუგზავნეთ  ერთმანეთს ჩვენს მიერ შედგენილ ტესტები , განვიხილეთ თვითოეული და წერილობით გავაკეთეთ კომენტარები.
ü  საშინაო დავალების განხილვის შემდეგ ტრენერმა გვასწავლა  ბიბლიოთეკაში  სხვადასხვა ტიპის ფაილების ატვირთვა( აუდიეო, ვიდეო, ფოტო, word  document -ის).  ტრენერმა გვასწავლა ბიბლიოთეკაში არსებული მასალების ტესტებში    ჩასმა . ტრენერმა ასევე გავსწავლა როგორ გავაკეთოთ ონლაინ კითხვარი  და გავუგზავნოთ მოსწავლეებს. ტრენერმა გგავიმარტა , რომ მასწავლებელს შეუძლია ასევე შექმნას მოსწავლეთ მცირე ჯგუფები და იმუშაოს მათთან ინდივიდუალურად. ტრენერმა გვასწავლა , როგორ უნდა მოხდეს მოსწავლის  მშობლების რეგისტრაცია .
ü  ტრენინგის მეორი დღის დასასრულს ჩვენ პრაქტიკულად ვიმუშავედ - Edmodo-სონლაინ სივრცეში მოვიძიეთ ჩვენთვის საინტერესო სტატიები, დავალებები, მეთოდიკა და ვისწავლეთ მოძიებული მასალის ჩვენ ბიბლიოთეკაში ატვირთვა
ü  საინტერესო და ძალიან სახალისო იყო მოსწავლეებისთვის ჯილდოების მინიჭების სწავლება.  მასწავლებელს შეუძლია ამოირჩიოს შესაფერისი ჯილდო და განათავსოს ის მოსწავლის პროფილზე, რაც მას სწავლისთვის დამატებით მოტივაციას უქმნის 
ü  ტრენინგის დასასრულს ტრენერმა კიდევ ერთხელ მოგვცა რეკომენდაციები Edmodo-სპროგრამაში მუშაობისთვის და გვირჩია აქტიურად ჩავრთულიყავით მასში.


ტრენინგის მნიშვნელობა

ტრენინგზე განხილული საკითხები მნიშვნელოვანი სიახლე იყო ჩემთვის. ალიან მომეწონა edmodo სოციალური ქსელის შესაძლებლობებიტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეებისინოვაციებისგანხორციელების მოტივაცია.   აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ სიალეებს სასწავლო პროცესშივაპირებ  ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე, დაგეგმილი მაქვს 9 კლასის მოსწავლეების გაწევრიანება  edmodo-ში და ამ პროგრამის  ფარგლებში  მათთან  აქტიურად  კომუნიკაცია  .
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას   და დავარწმუნებრომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.

пятница, 17 октября 2014 г.

ინტელის სასწავლო კურსი 2013

ტრენინგის ხანგძლივობა 36 საათი
პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება.
იხილეთ ბლოგი: "ინტელის სასწავლო კურსი"

"ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენება სასწავლო პროცესში" 2010

ტრენინგის მიზანი:
მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელთა აღჭურვა ვირტუალური ლაბორატორიების სასწავლო პროცესში დანერგვისათვის საჭირო ცოდნითა და რესურსებით.
ტრენინგის ხანძლიობა: 6 საათი.

"ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში" 2010


პროგრამით გათვალისწინებული საკითხები:
  • სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები;
  • გაკვეთილის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • სასწავლო პროექტის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;

ტრენინგები დეკემბერი 2011

18 dekemberi    12:00 -18:00 ტრენინგი მათემატიკის მასწავლებლებისთვის: ტექნოლოგიების გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე
აუდიტორია: # 11
28 dekemberi    14:00 – 17:00 მასტერ კლასი მათემატიკის მასწავლებელებისთვის: მათემატიკის სხვადასხვა მიმართულებების ინტეგრაცია
აუდიტორია: # 41
29 dekemberi   12:00-15:00 ტრენინგი მათემატიკის მასწავლებლებისთვის: ტექნოლოგიების გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე.
აუდიტორია: # 11
14:00 – 17:00 მასტერ კლასი: პორტფოლიო, როგორც მასწავლებლის შეფასების და თვითშეფასების ინსტრუმენტი

აუდიტორია: # 33
ანგარიში
მასტერ კლასი მათემატიკის მასწავლებელებისთვის:
მათემატიკის სხვადასხვა მიმართულებების ინტეგრაცია
            ჩატარდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ 2011 წლის 28 დეკემბერს  მასწავლებელთა სახლში.
            მასტერკლასის მიზანი იყო განეხილა ის თავისებურებები, რითიც ხასიათდება გაკვეთილის დაგეგმვა მათემატიკაში კონკრეტულ მაგალითზე, ეჩვენებინა მათემატიკის გაკვეთილზე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების ერთ-ერთი ხერხი.
            მასტერკლასს უძღვებოდა ბატონი ზაქარია გიუნაშვილი, მან განიხილა გაკვეთილის გეგმა.თემაზე „პარაბოლა“
            გაკვეთილის მიზანი: პარაბოლას სტანდარტული განმარტების დაკავშირება მის გეომეტრიულ განმარტებასთან.
            მოსწავლეებმა იციან ალგებრული განტოლება, რომლითაც კვადრატული ფუნქცია მოიცემა. მათ მიეცემათ სამოტივაციო ამოცანა:
ზღვის ნაპირიდან 10 კმ მანძილზე დგას გემი, ვთქვათ, ნაპირი წრფის მონაკვეთის ფორმისაა.ნავი თანაბრად არის დაშორებული გემიდან და ნაპირიდან და ეს მანძილები 5 კმ-ია. ნავი ცდილობს, რომ იმოძრაოს ისე, რომ თანაბრად იყოს დაშორებული როგორც ნგემიდან, ასევე ნაპირიდან, რა შესაძლო ტრაექტორიაზე შეიძლება იმპოძრაოს ნავმა ?
            დაფაზე ვავლებთ წრფის მონაკვეს რომელიც გამოსახავს პირობითად ნაპირს, ასევე იღებს  A წერტილს, რომელიც გამოსახავს ნავს.

            დავალება: მოსწავლეებმა მოძებნონ წერტილები, რომლებიც თანაბრად არიან დაშორებული როგორც  X ღერძიდან, ასევე A წერტილიდან.დავალების შესასრულებლად მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ თუ რისი ტოლია მანძილი წერტილიდან წრფემდე. აქედან გამომდინარე, მათ უნდა ააგონ აბსცისათა ღერძის პერპენდიკულარული წრფე. რომ მოვძებნოთ ამ წრფეზე წერტილი, რომელიც თანაბრად არის დაშორებული A წერტილსა და    X ღერძისაგან, მოსწავლეებს გავახსენებთ ტოლფერდა სამკუთხედის თვისებას, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია მითითებული წერტილების მოძებნა. წერტილების აგებისას მათ უნდა შეამჩნიონ , რომ ფიგურა, რომლის აგებასაც ცდილობენ, სიმეტრიულია Y ღერძის მიმართ. მოსწავლეებს ვთხოვთ აღწერონ მიღებული წირი . იგი სიმეტრიულია, გააჩნია წვერო, ზემოთ იშლება. შეიძლება დავასახელოთ წირის სახელწოდება - პარაბოლა.

"სქემაში ჩართული მასწავლებლის მიერ არჩეული აქტივობების ეფექტურად განხორციელების სტრატეგიები" 14/07/2012

ტრენინგის ხანგრძლივობა შეადგენდა 5საათს.

,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე“ 04-07/12/2012

ტრენინგი სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის:
,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: ქ. თბილისი, 126  საჯარო სკოლა;   16 საათის ხანგრძლივობით.
მიზანი : პედაგოგიური კვლევებისა და პროექტგაკვეთილების დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება.
ამოცანები:
·         კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლე თემის შერჩევასა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;
n  კვლევის პროცესის დოკუმენტირება – კვლევის დღიურის წარმოება;
n  კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა
n  მონაცემთა შეგროვება
n  მონაცემთა ანალიზ, რომელიც ყველაზე საინტერესო და ამავე დროს კვლევის ყველაზე რთული პროცესია;
n  მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისპრაქტიკაში დანერგვა.
n  მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია.
n  პროექტგაკვეთილის დაგეგმვა;
n  პროექტის შეფასება;
n  კოლეგების თანამშრომლობის ფორმების გაცნობა; კათედრის სამუშაო გეგმის ნიმუშის შექმნა;
n  სამუშაოს შეფასების ფორმების გაცნობა და სუსტი და ძლიერი მხარეების დადგენა;
n  მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა და დანიშნულება; რეკომენდაციები პორტფოლიოს საწარმოებლად;
n  სარეკომენდაციო ხასიათის სქემებისა და ცხრილების გაცნობა მასწავლებლის პორტფოლიოსთვის.
რეზიუმე: მაქსიმუმ 450 სიტყვა;
მნიშვნელობის დასაბუთება;    
  ხელმოწერა; თარიღი.
ღონისძიების დღის წესრიგი:
I დღე - 4 საათი
n  I სესია - 1სთ და 15 წუთი - პროგრამის პრეზენტაცია, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა
n  II სესია - 2სთ და 55წთ - პედაგოგიური კვლევა
IIდღე - 4 საათი
n  I სესია - 1სთ და 30 წუთი - პრაქტიკული კვლვა
n  IIსესია - 1სთ და 30 წუთი - პროექტ გაკვეთილი
n  III სესია - 1სთ 10წუთი - პროექტის შეფასების რუბრიკა
IIIდღე - 4 საათი
n  I სესია - 2სთ - პროექტგაკვეთილი (დაგეგმვა და პრეზენტაცია)
n  II სესია - 2სთ - კათედრებზე მუშაობა და კვლვა
I V დღე - 4 საათი
n  I სესია - 2სთ - მასწავლებლის პორტფოლიო
n  II სესია - 2სთ - ანგარიშის ფორმები და მათი მომზადება.